პოლიტიკური ზეწოლა

უმცირესობა: ქართული ოცნება თვითმმართველობებს ფინანსური პოლიციით აშინებს

ქართული ოცნების სახელით ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი აშინებს. ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

„კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თუ თვითმმართველობები არ გაატარებენ ქართული ოცნებისთვის  მისაღებ პოლიტიკას ადგილებზე, არ დატოვებენ ნაციონალური მოძრაობის რიგებს, თვითმმართველობაში შევა ფინანსური პოლიცია და   მოხდება მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების „შეკერვა“.  ეს არის  დაუშვებელი, მიუღებელი და ეწინააღმდეგება ყოველგვარ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს,“ - ამბობს უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი.

უმცირესობა მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ქართული ოცნების  მხრიდან  ადგილობრივ თვითმართველობეზე ზეწოლის მიზნით ფინანსური პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების  გამოყენება.

კომენტარები