ქეთრინ ეშტონი

ქეთრინ ეშტონი: არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი

ქეთრინ ეშტონმა საქართველოში რამდენიმესაათიანი ვიზიტი დაასრულა.  პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ქეთრინ ეშტონმა შეტარონ მეტეხი პალასში ჟურნალისტებისთვის მოკლე განცხადება გააკეთა და აეროპორტისკენ გაემგზავრა. დროის სიმცირის გამო მას ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია. 

ქეთრინ ეშტონის თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა და იგი ჩამოვიდა საქართველოში, რათა ეს მიელოცა პრეზიდენტისა და პრემიერისთვის:

 “მე შეხვედრებზე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ქართულ პოლიტიკაში ჩართულ მხარეებს, დაიცვან ევროპის ძირითადი ღირებულებები - დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა. არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყოს ანგარიშსწორება პოლიტიკური მოწონააღმდეგის მიმართ. წარსულის დანაშაულობების გამოძიება უნდა იყოს და უნდა აღიქმებოდეს, როგორც მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სათანადო წესების შესაბამისი”, - განაცხადა ეშტონმა. 

კომენტარები