ქეთრინ ეშტონი

ივანიშვილი ქეთრინ ეშტონს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ქეთრინ ეშტონს შეხვდა, ამასთან დაკავშირებით ივანიშვილის პრესსამსახურმა პრემიერის კომენტარი გაავრცელა. 

"მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის როლს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მხარდამჭერი განცხადებებით; ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობით; საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებზე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობით; არაღიარების პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები