ინციდენტი

ზნაურის რაიონში ნაღმის აფეთქების შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა

            დღეს, 25 ნოემბერს, ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში,  ნაღმის აფეთქების შედეგად ადგილზე მყოფი  ორი მოსახლიდან ერთ–ერთი – არტიომ თიბილოვი დაიღუპა, ხოლო მეორეს – ბორის ქელეხსაევს დაზიანებები არ მიუღია.  ოსური მედიის ცნობით აფეთქება კასეტური ბომბის ნარჩენებმა გამოიწვია, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით საქართველოს მხარე 2008 წლის კონფლიქტის დროს იყენებდა. 

კომენტარები