გეგი ქელბაქიანი

გეგი ქელბაქიანი 150 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გეგი ქელბაქიანი 150 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ქელბაქიანის თქმით, ის ბრალდებას არ ეთანხმება და შეუძლებელი იყო კანონიერი შემოსავლების ჯერ გაშავება და შემდეგ გათეთრება. 

კომპანია "ენ სი სი"-ს გენერალურ დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე 22 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალი ფულის გათეთრებაში ედებათ, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები