პრესკონფერენცია

ბიძინა ივანიშვილი: ტარიფების განახევრება, რასაც ველოდი, არ გამოვა

პრემიერმინისტრმა სასტუმრო Radisson-ში  ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრება "არ გამოვა". 
"ტარიფების განახევრება, რასაც ველოდი, არ გამოვა და როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით. საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტი ირაკლი კოვზანაძე და მისი მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი ელექტროენერგიასთან დაკავშირებით თურქეთში თურქულ კომპანიას ხვდებიან. გარდაბანში დაგეგმილი იყო თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 200 მილიონ დოლარზე მეტი ჯდებოდა. ეს ინტერ რაოესს უნდა დაეფინანსებინა იმ საინვესტიციო თანხიდან, რომელსაც ელექტროენერგიის 16-თეთრიანი ტარიფი მოიცავდა. 16 თეთრში მოიაზრება საინვესტიციო თანხა, რომელიც აუცილებელია და რომელიც ყოველთვის შედის ტარიფში – ეს არის სისტემის სრულყოფის თანხები. ამ თანხიდან ინტერ რაოს უნდა დაეფინანსებინა შესატყვისი მშენებლობა გარდაბანში", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები