პრესკონფერენცია

ივანიშვილი: ვცდილობთ, დავარწმუნოთ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, რომ შეიძლება ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში

სასტუმრო Radisson-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურად პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირება არ მოხდება. თუმცა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გამორიცხული არაა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება.
"იმ არჩევნების შემდგომ, რომელიც პირველ ოქტომბერს გაიმართა და საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა ამ არჩევნების შემდგომ, ლოგიკური იქნებოდა, რომ პრეზიდენტიც რაც შეიძლება სწრაფად ამ ახალი კონსტიტუციას დაექვემდებაროს. ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება, რომ შეიძლება ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში და შესაბამისობაში მოვიდეს პრეზიდენტის პოსტიც ახალ კონსტიტუციასთან. ახალი კონსტიტუციით ჩვენ არ გავაკეთებთ პოლიტიკურად იმპიჩმენტის ინიცირებას. შევინარჩუნებთ პრეზიდენტს, მაგრამ ახალი უფლება-მოვალეობებით. ახალი კონსტიტუცია ძალაში უნდა შევიდეს არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არამედ უფრო ადრე. თუმცა არჩევნები იქნება ოქტომბერში", -განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები