პრესკონფერენცია

ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ მიდის

სასტუმრო Radisson-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ნოემბრის ბოლოს აღარ გაემგზავრება.
 ”ჩემი ვიზიტის დაგეგმარება კი მომავალ წელს დაიწყება. ამის შესახებ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვაცნობეთ და ისინი ამას იზიარებენ. ევროპულმა ვიზიტმა მაჩვენა, რომ ბევრი სამუშაო და პრობლემები გვაქვს. ვერტიკალს გამაგრება უნდა, ეკონომიკას ბევრი რამ სჭირდება. ევროპაში მაქსიმალური ქულები დავიწერეთ ვიზიტით. ყველა შეხვედრა იყო წარმატებული, თუმცა ეს ოთხი დღე ძვირად დაგვიჯდა, რადგან ქვეყნის განვითარების პროცესს ამან ხელი შეუშალა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, 29 ნოემბერს აშშ-ში გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეხვდება. 

კომენტარები