პრესკონფერენცია

ბიძინა ივანიშვილი: მე წავალ მხოლოდ გამარჯვებული

Radisson-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა ივანიშვილმა განმარტება გააკეთა მის ადრინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი პოლიტიკიდან წასვლის ვადას შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, ამ მხრივ ძალიან ”ბევრი სპეკულაცია” იყო მედიაში. ივანიშვილი აცხადებს, რომ იგი კვლავ მზადაა პოლიტიკიდან  2012 წლის გაზაფხულზე წავიდეს - ”მე არ ვცვლი ამას და იგივე ინფორმაცია შემიძლია გავიმეორო დღესაც, მაგრამ მინდა განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით: მე არ მივდივარ და არ გავრბივარ”.
პრემიერმინისტრი ამბობს, რომ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან აღნიშნულ ვადაში, თუ მოასწრებს იმ გეგმების განხორციელებას, რომელსაც ამომრჩეველს დაჰპირდა.  
”მე წავალ მხოლოდ გამარჯვებული. იმ შემთხვევაში წავალ მე პოლიტიკიდან, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ყველასათვის ყველაფერი გასაგები იქნება... თუ კითხვები დაისმება იმისა, რომ ამ გუნდმა შეიძლება ვერ შეასრულოს ის დანაპირებები, რაც ჩვენ მივეცით მოსახლეობას ან ვერ მოახერხოს წარმატებით მონაწილეობა შემდგომ არჩევნებში და ა.შ., მე არსადაც არ წავალ ასეთ შემთხვევაში”, - აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები