პრესკონფერენცია

ბიძინა ივანიშვილი: ეკონომიკა არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის

”ეკონომიკა არის მთავრი პრობლემა ჩვენი ქვეყნის”, - აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წუთებში  სასტუმრო Radisson-ში პრესკონფერენციას მართავს. მისი თქმით, ყველაფრის გასაღები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის - ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა.
პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საინვესტიციო ფონდის დაფუძნების ინიციატივით გამოდის, რომელიც საქართველოს ინვესტიციებისთვის საინტერესო ქვეყანად აქცევს. 
”ყველა მდიდარ ქართველს საკუთარი სურვილით, და ამ შემთხვევაში დაძალება არ იქნება, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის საწესდებო კაპილატში. ფონდი ყველა კერძო ინვეტორს - ქართველს თუ უცხოელს პარტნიორად დახვდება. ინვესტორი, რომელსაც გააჩნია საინტერესო იდეა და სულ მცირე 25%-იან ინვესტიციას დააპირებს, ამ ფონდის სახით პარტნიორი ეყოლება”, - განაცხადა ივანიშვილმა. 
პრემიერმინისტრი ასევე აპირებს დამოკიდებელი კრეატიული ჯგუფის შექმნას, რომელიც  საინვესტიციოდ საინტერესო სფეროების პორტფელების მომზადებაზე იმუშავებს.
ეს ორივე ”მექანიკური” მექანიზმი ხელს შეუწყობს ინვესიტიების მომზადებას ქვეყანაში, - აცხადებს ივანიშვილი. რაც შეეხება ბუნებრივი გზით საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, პრემიერმა ამ მხრივ მადლობა გადაუხადა წინაპრებს, ”რომ ძალიან საინტერესო ქვეყანა დაგვიტოვა”. 
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში აღარ იქნება მონოპოლიები, კარტელური გარიგებები და ყველა შესაბამისი ნიშნის გამოვლენას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 
”დაბრუნდება ანტიმონოპოლიური სამსახური და შრომის კოდექსი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება”, - აცხადებს პრემიერი.

კომენტარები