ბორჯომი

IDS Borjomi International: ბორჯომი მზად არის რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს

კომპანია IDS Borjomi International-მა როსპოტრებნადზორ-ის ხელმძღვანელს, გენადი ონიშენკოს ოფიციალური წერილით მიმართა.

IDS Borjomi International-ი გენადი ონიშენკოს მინერალური წყლის, ბორჯომის რუსეთის ბაზარზე რეგისტრაციის საკითხის განხილვის თხოვნით მიმართავს. წერილში კომპანია ითხოვს დაიგეგმოს რუსი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, საწარმოების ინსპექტირების მიზნით.

შეგახსენებთ, ბორჯომის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკთხი 2011 წელსაც იდგა. მოლაპარაკებების წარმოების შემდეგ, კომპანია IDS Borjomi International-მა გააგზავნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, რომელიც მინერალური წყლის რეგისტრაციისთვის იყო საჭირო და როსპოტრებნადზორ-მა კომპანიის ოფიციალური განაცხადი მიიღო.

გენადი ონიშენკოს განცხადებით, კომპანიებმა, რომლებმაც როსპოტრებნადზორ-ში გააკეთეს განაცხადი, რუსი ექსპერტები ადგილზე უნდა მიიღონ და გაიარონ საწარმოების ინსპექტირება.

,,IDS Borjomi International-ი მზადაა, ყველანაირად გაუწიოს დახმარება რუს ექსპერტებს, რათა მათ ხელი არ შეეშალოთ საწარმოების ინსპექტირების საქმეში" ,- აცხადებს IDS Borjomi International-ის გენერალური დირექტორი ვლადიმირ აშუროვი.

კომენტარები