საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაცია

ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტად მეცხრე არხის დირექტორი აირჩიეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ტყვიის სროლის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტად, ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორი  კახაბერ ბექაური, 4 წლის ვადით აირჩიეს. 

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე 33 დელეგატი მონაწილეობდა, კახა ბექაური კი ერთადერთი კანდიდატი იყო. ბექაურის მოადგილეებად ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი ტყვიის სროლაში - ნინო სალუქვაძე და სასტენდო სროლაში მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე  - თამაზ იმნაიშვილი აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ ტყვიის სროლის ფედერაციას 2010 წლიდან გია უდესიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ამ პოსტზე დავით ქარსელაძე შეცვალა.

კომენტარები