ვიზიტი

საქართველოს ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია

 ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს ვიცე-პრემიერ ერბოლ ორინბაევის ხელმძღვანელობით ეწვია. ისინი ქვეყანაში საბაჟო ადმინისტრირების გასაცნობად ჩამოვიდნენ. სტუმრებმა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტი მოინახულეს. დელეგაცია გაეცნო მართვის მოწმობისა და საავტომობილო ნომრების გაცემის სისტემებსაც.

დელეგაციის წამომადგენლები შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრებს. ხადურის განცხადებით, ყაზახებთან ინვესტიციებზე და ”ყატრანსგაზის” თემაზე ისაუბრეს. მისი თქმით, ყაზახებს "ყატრანსგაზის" დაბრუნება სურთ,

”ყასტრანსგაზს" ჰყავს დროებითი მმართველი და საუბარი ზუსტად ამას შეეხებოდა. მათ აქვთ სურვილი დაბრუნდნენ კომპანიის მართვაში. ეს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების პრეროგატივაა. "ყაზტრანსგაზს" ჰქონდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის დავალიანება, რომელიც გადმოეწერა ფინანსთა სამინისტროს. მას საქართველოს სახელმწიფო ვალი აქვს. შეხვედრაზე ტარიფების საკითხი არ განხილულა, თუმცა აღნიშნული საკითხი ენერგეტიკის სამინისტროში განიხილება”, - აღნიშნა ხადურმა.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტარიფების დაწევაზე აქტიური სამუშაო შეხვედრები დაიწყება. მისი თქმით, ორშაბათს კომპანია "ინტერ რაოს"დელეგაცია ჩამოვა. რაც შეეხება "ყაზტრანსგაზის" საკითხს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა: "არის სურვილი და მზაობა, დავსხდეთ მაგიდასთან და ერთობლივი ძალებით მოვაგვაროთ ეს პრობლემა".

 

კომენტარები