კულტურის სამინისტრო

გურამ ოდიშარია: მეც მიყვარს ჯაზი

პრაიმტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ჯაზფესტივალისა და მოდის კვირეულების მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ხელოვნების ამ ორ სფეროს შეუძლია „თვითკმარი“ გახდეს. 
„წინა მინისტრს ძალიან უყვარდა ჯაზი და მეც მინდა ვთქვა, რომ მეც მიყვარს. თუმცა არაფერს ნიშნავს ის თუ მე რა მომწონს. ჩვენ ვაპირებთ ამ დღეებში შეიქმნას კომისია, რომელიც კულტურის პოლიტიკასა და სტრატეგიას განსაზღვრავს. ჩვენ ლიბერალური პოლიტიკის მომხრე ვართ და გვსურს, საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ჩაბმული ამ პროცესებში“, - განაცხადა ოდიშარიამ.
მინისტრის თქმით, არსებობს ხელოვნების ისეთი სფეროები, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა იქვე დასძინა, რომ „არის ისეთი მიმართულება და სფერო, რომელსაც შეუძლია თვითკმარი გახდეს - ეს არის მოდა, ეს არის ჯაზი. შესაძლოა, მას კულტურის სამინისტრო საწყის ეტაპზე დაეხმაროს, მაგრამ ცოტა ფსიქოლოგიური გარდატეხაც არის საჭირო“. 

კომენტარები