გაფიცვა

თელასის თანამშრომლები გაფიცვას აწყობენ

სააქციო საზოგადოება თელასის თანამშრომლები გაფიცვას აწყობენ. ამ დროისთვის თელასის 300-მდე თანამშრომელი ცენტრალურ ოფისთან არის შეკრებილი. ისინი გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ.

გაფიცულების განმარტებით, თელასის კომერციული დირექტორის, ზურაბ არსოშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ორგანიზაციაში რჩება ,,მისი გუნდი, რომელიც კომპანიას უსამართლო მეთოდებით მართავს’’.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

 

კომენტარები