თავდაცვის მინისტრი

ირაკლი ალასანია: ყველა ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე მისი ბრალი არ დამტკიცდება სასამართლოში

ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძისა და ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. თავდაცვის მინისტრის თქმით, სამწუხაროა ფაქტი, რომ ბრალი წაუყენეს გაერთიანებული შტაბის უფროსს.
„ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, მაგრამ თავის სიტყვას გამოძიება იტყვის. მინისტრი მიმდინარე გამოძიებაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. ყველა ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე მისი ბრალი არ დამტკიცდება სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმფციას“, - აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები