საქართველოს ნაკრები

14 ნოემბერს საქართველო-ეგვიპტეა

14 ნოემბერს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართება. ამხანაგური შეხვედრისთვის, ჯვაროსანთა დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ 23 ფეხბურთელს უხმო. გთავაზობთ გამოძახებულთა სიას:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები:
 უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (ორივე დილა, გორი)

ნახევარმცველები:
 მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე კარპატი ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია) შოთა გრიგალაშვილი (ალანია, რუსეთი) ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი)

თავდამსხმელები: 
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).

კომენტარები