"რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ეკრანები, სადაც გულშემატკივარს შეეძლება, თვალი ადევნოს თამაშს და უქომაგოს საქართველოს ნაკრებს" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილსის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს გასვლით შეხვედრას ჩეხეთში. ეს არის გადამწყვეტი თამაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ შეხვედრაში მოგება და სამი ქულა. ბევრი ადამიანი ელოდება ხვალინდელ თამაშს. შესაბამისად, როგორც ყველა წინა შეხვედრაზე, ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვაკეთებთ ორგანიზებას - რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ეკრანები, სადაც გულშემატკივარს შეეძლება, თვალი ადევნოს თამაშს და უქომაგოს საქართველოს ნაკრებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად საქართველოს გაახარებენ კარგი თამაშით" - თქვა კალაძემ.
19 ნოემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.





