საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე E ჯგუფში მოხვდა.
საქართველოს მეტოქეების ნიდერლანდებისა და ესპანეთის გამარჯვებული (ერთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩი), თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.
საქართველოს ნაკრებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან 12 ჯგუფის პირველადგილოსანი პირდაპირ მოხვდება, მეორეადგილოსნებს კი ერთა ლიგის 2024/25 სეზონის, ჯგუფური ეტაპის ოთხი საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდი დაემატებათ და პლეი-ოფის სისტემით ითამაშებენ, მათგან 4 გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატს დაემატება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.