რელიგიური თავისუფლება

ნიგვზიანში ადგილობრივი მღვდელი და მრევლი მუსლიმურ სამლოცველოსთან არიან მისულები

ამ წუთებში, სოფელ ნიგვზიანის მუსლიმურ სამლოცველოსთან შეკრებილია მართლმადიდებელი მრევლი, ადგილობრივ მღვდელთან ერთად და მუსლიმებისგან საჯარო ლოცვის შეწყვეტას მოითხოვს - ამის შესახებ ტაბულას სამლოცველოს წარმომადგენელმა, არჩილ კახიძემ, განუცხადა.

ხვალ მუსლიმებისთვის ჯუმა დღეა, როცა ისინი სამლოცველოში უნდა შეიკრიბონ და საჯარო ლოცვა აღასრულონ. მღვდელი და მრევლის წარმომადგენლები მუსლიმებს უხეშად ესაუბრებიან და ეუბნებიან, რომ ისინი არ მისცემენ მათ რელიგიური მსახურების ჩატარების საშუალებას.

არჩილ კახიძე ტაბულას ეუბნება, რომ მრევლის ზოგიერთი წევრი ნასვამია და ის დაზღვეული არ არის ძალადობისგან. ამ დროისთვის სამლოცველოსთან, რომელიც ექვსი თვეა მოქმედებს, მუსლიმი მრევლი არ იმყოფება.

ადგილობრივი ქრისტიანების წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ერთია, მაგრამ მეორეა სოფლის კანონმდებლობა. ტაბულა მოვლენების განვითარების შესახებ საქმის კურსში ჩაგაყენებთ.

 

კომენტარები