რელიგიური თავისუფლება

აშშ: რუსეთი ფარულად უჭერდა მხარს აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიების ავტოკეფალიურ ამბიციებს

TACC

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 2021 წელს რელიგიური თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მოიცავს საკითხებს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე რელიგიური თავისუფლების შესახებ და მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს სეპარატისტული ეკლესიების ავტოკეფალიურ ამბიციებს.

"საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა აღიარეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიები საქართველოს ეკლესიას ეკუთვნის, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა ეკლესიებზე, რათა გაერთიანებულიყვნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

აფხაზეთში ზოგიერთი რელიგიური პირი აგრძელებდა ეკლესიების ავტოკეფალიურ აფხაზურ მართლმადიდებელ ეკლესიად გადაქცევის მხარდაჭერას. წყაროების ცნობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს სეპარატისტული ეკლესიების ავტოკეფალიურ ამბიციებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მათი ავტოკეფალიის აღიარების ოფიციალური მოთხოვნის გარეშე". – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოში რელიგიური თავისუფლების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ არსებული კანონმდებლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია ფარული მოსმენების, 5 ივლისის ძალადობისა და ხელისუფლების მხრიდან რელიგიური ჯგუფების მიმართ შერჩევით გადაწყვეტილებების შესახებ საკითხები

კომენტარები