იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი იქნება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეების კანდიდატურები წარადგინა. პირველი მოადგილის პოსტზე დასამტკიცებლად წულუკიანმა პრემიერმინისტრს დავით ჯანდიერი წარუდგინა, მისი კიდევ ერთი მოადგილე სანდრო ბარამიძე იქნება.

ვაკანტური რჩება ორი მოადგილის პოსტი.

როგორც თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, იუსტიციის სამინისტროში მომუშავე ადამიანთა 95% თანამდებობებს შეინარჩუნებს, ხოლო მათ, ვინც სამინისტროში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს, მინისტრი პირადად შეხვდება და განუმარტავს „თუ რატომ ვეღარ გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა“.  

კომენტარები