იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო უწყებების სერვერების მართვაზე უარს აცხადებს

იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამინისტროების კომპიუტერული ქსელების მართვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ხელისუფლების არცერთი შტო არ დაექვემდებაროს მეორეს. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, შეწყდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების პროგრამული მომსახურების, ქსელებისა და კომპიუტერების მართვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას გარკვეული დრო სჭირდება და პროცესი მხოლოდ პარლამენტის შემთხვევაში, დასაწყისისთვის, 400 000 ლარის ინვესტირებას მოითხოვს, ხოლო შემდეგ წლიურად დაახლოებით 800 000 ლარის ხარჯი იქნება გასაწევი, რათა მონაცემთა ბაზები დაბრუნდეს და უზრუნველყოფილი იყოს ქსელების დამოუკიდებლად მართვა. 

კომენტარები