თავდაცვა

დავით თევზაძე თავდაცვის სამინისტროში ბრუნდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე სამინისტროში სპეციალური მრჩეველთა ჯგუფის წევრად დაბრუნდება. ალასანიას თქმით, თევზაძეს მომავალი თანამშრომლობის შესახებ უკვე ესაუბრა და მომავალში შეხვედრასაც აპირებს. ალასანია ასევე გეგმავს შეხვდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ყარყარაშვილსა და გენერალთა კლუბს.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი ბოლო 20 წლის განმავლობაში, რადგან ძალიან ბევრი სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა ბოლო პერიოდში ჩვენს ტერიტორიაზე. იმ მინისტრების, სამხედროების გამოცდილება, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ამ ოპერაციებს, არ უნდა დაიკარგოს", - განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.

 

კომენტარები