ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზეთში კრიმინალის დონე ბოლო 9 თვის განმავლობაში 46.9%-ით გაიზარდა

აფხაზეთში კრიმინალის დონე ბოლო 9 თვის განმავლობაში 46.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კონსტანტინე ზვანბაიას ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

ზვანბაიას თქმით, ბოლო 9 თვის განმავლობაში 908 სისხლის სამართლის დანაშაული დაფიქსირდა, 290-ით მეტი ვიდრე 9 თვის წინ. განსაკუთრებით მოიმატა ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა დანაშაულმა და იარაღის უკანონო ტარებამ. აღრიცხული 908 საქმიდან 454 გახსნილია. 

ზვანბაია დანაშაულის ზრდას ორი ფაქტორით ხსნის: პირველი, მილიციის თანამშრომლებმა დაიწყეს დანაშაულის უფრო აქტიური დარეგისტრირება და მეორე, ტურისტული სეზონისთვის დამახასიათებელი კრიმინალის სეზონური ზრდა.

კომენტარები