საქართველოს მთავრობა

ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკა შესაძლოა წელიწად-ნახევარში დავტოვო

პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე, განაცხადა, რომ პოლიტიკა შესაძლოა წელიწად-ნახევარში დატოვოს.

მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ისეთ „გუნდს დატოვებს, რომელიც ყველა დაპირებას შეასრულებს“.

„ამ დაპირებებზე მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ვაპირებ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ აქტიურ წევრად დარჩენას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვაკონტროლებ ჩემ მიერ დატოვებულ ხელისუფლებას, რადგან ჩვენი დიდი პრობლემაა სამოქალაქო საზოგადოების გამოუცდელობა, როგორ აირჩიოს და შემდეგ აკონტროლოს ხელისუფლება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუდმივად კარგი პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის მოლოდინში. უნდა ვისწავლოთ, როგორ ავირჩიოთ და როგორ ვაკონტროლოთ, რათა მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება. ეს შესაძლებლად მიმაჩნია ორ ათეულ წელიწადში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები