ბიზნესი

საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესათეულში შევიდა

მსოფლიო ბანკის წლევანდელი ანგარიშის მიხედვით, საქართველო პირველ ათეულში შევიდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია. 2013 წლის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მეცხრე ადგილზე გავიდა.

მსოფლიო ბიზნესათეულში პირველ ადგილს კვლავ სინგაპური იკავებს, ხოლო წლის ბიზნესრეფორმატორად პოლონეთი დასახელდა.

„ჩვენ ძალზე კმაყოფილები ვართ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში განხორციელებული რეფორმების სწრაფი ტემპით, ამ რეფორმების უმრავლესობა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების კონტექსტში განხორციელდა. ეკონომიკური ინტეგრაცია და გაცილებით განვითარებულ პარტნიორებთან მიახლოების სურვილი მნიშვნელოვანი სტიმული იყო ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური მაჩვენებლების და ანალიზის განყოფილების დირექტორმა ავგუსტო ლოპეს-კლაროსმა.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გაადვილდა ქონების დარეგისტრირება, საბანკო სესხების გაცემა, მშენებლობის ნებართვის აღება და სხვა პროცესები. 

 

კომენტარები