კახი კალაძე

კახი კალაძე საქჰიდრომშენის კუთვნილ აქციებს ასხვისებს

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძე სააქციო საზოგადოება საქჰიდრომშენის კუთვნილ აქციებს გაასხვისებს. ამის შესახებ კალაძემ განცხადება გაავრცელა.

კახი კალაძის განმარტებით, მისი საქმიანობა „ყოველთვის კანონის პატივისცემას ეფუძნებოდა და მომავალშიც მას დაეფუძნება“.

„სს საქჰიდრომშენის აქციათა 45 პროცენტი ეკუთვნის ჰოლდინგს კალა კაპიტალი, რომლის მფლობელიც მე გახლავართ. საქჰიდრომშენი სხვა პროექტებთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც. ამდენად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე გამწესებიდან 10 დღის ვადაში კალა კაპიტალი დაიწყებს სს საქჰიდრომშენში კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას. რაც შეეხება ჩემს სხვა ბიზნეს-საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ენერგეტიკულ სექტორს, მიღებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - აცხადებს კახი კალაძე.

კომენტარები