კახი კალაძე

"ვერ ახერხებს გამოფრენას" - მერიაში ადასტურებენ, რომ კალაძე აბუ-დაბიში "ჩარჩა"

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ კახა კალაძე არაბთა გაერთიანებულ საემიროებშია.

"თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას" - უთხრეს ტაბულას კალაძის პრესსამსახურში. 

გუშინ, ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა ტაბულას ინფორმაცია, რომ დაბადების დღის აღსანიშნად წასული კახი კალაძე ცოლთან და თანმხლებ პირებთან ერთად, დუბაიში "ჩარჩა", რადგან აშშ-ისრაელის თავდასხმაზე ირანის საპასუხო იერიშების გამო, ავიარეისები გაუქმდა.

ინფორმაციის გადამოწმება გუშინვე ვცადეთ, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არასამუშაო დღეებია და არ იციან, სადაა თბილისის მერი.

კომენტარები