ცესკო

ცესკო-მ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.

საბოლოო შედეგების მიხედვით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მონაწილეობა მიიღო 2 215 661 ამომრჩეველმა. ბათილად მიიჩნიეს  62 874 ბიულეტენი. 

კოალიცია ქართულმა ოცნებამ ხმათა საერთო რაოდენობის 54,97%, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველთა 40,34%-ის მხარდაჭერა მიიღო.

არჩევნების საბოლოო შედეგების შესაბამისად, ქართული ოცნება პარლამენტში 85 დეპუტატით იქნება წარდგენილი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 65 მანდატი ექნება.

პროპორციული სიით ქართული ოცნება 44 ადგილს, ნაციონალური მოძრაობა კი 33 ადგილს მოიპოვებს.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ქართულ ოცნებას 41 მაჟორიტარი ეყოლება, ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 32.

კომენტარები