საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი 5 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედთან საუბარში, მინისტრის პირველ მოადგილესთან თინა ბურჯალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. წულუკიანის თქმით, მას ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მინისტრის მოადგილემ მიაწოდა.
"ბურჯალიანმა მითხრა, რომ ადეიშვილი 5 ოქტომბრიდან დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება. დაბრუნდება თუ არა ის შვებულებიდან და სად იმყოფება ამჯერად, ამ ინფორმაციით არ დავინტერესებულვარ და არც არავინ იცის. მე ნამდვილად არ მევალება, დავინტერესდე, თუ სად იმყოფება კერძო პირი შვებულებაში". - აღნიშნა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა.




