საქართველო-ირანი

ირანის რესპუბლიკამ ქართულ ოცნებას გამარჯვება მიულოცა

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კოალიცია ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, უწყების სახელით გააკეთა.

რამინ მეჰმანფარასთმა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობასაც მიულოცა.

,,უძველესი ისტორიული და კულტურული კავშირებიდან და ორი ქვეყნის ხალხთა ინტერესებიდან გამომდინარე გვჯერა, რომ კვლავ გაგრძელდება ორმხრივი მეგობრული ურთიერთობის განვითარების პროცესი." - განაცხადა რამინ მეჰმანფარასთმა. 

კომენტარები