მუსიკა

Adele-ის ბონდის სიმღერა iTunes ჩარტს ლიდერობს

Adele-ის სინგლი Skyfall, რომელიც ჯეიმს ბონდის მომავალი ფილმის თემაა,  ინტერნეტში გავრცელებიდან სულ რამდენიმე საათში ბრიტანეთის iTunes ჩარტის სათავეში მოექცა.

მთლიანი კომპოზიცია ბრიტანეთში გუშინ, პარასკევს მომღერლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. Adele ამბობს, რომ თავიდან ცოტა ყოყმანობდა, დათანხმებულიყო თუ არა ბონდის თემის შესრულებაზე, რადგან ფიქრობდა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა როდესაც სცენარს და პოლ ეპვორტის იდეებს გაეცნო, ბევრი აღარ უფიქრია.

ბონდის თემის შემსრულებლებს აქამდე არ გამოსდიოდათ ჩარტების სათავეში მოქცევა, მათ შორის არც მადონას და არც სერ პოლ მაკარტნის.

Skyfall-ის ავტორი პოლ ეპვორტია. სიმღერა Abbey Road Studios-ში ჩაიწერა.

ბონდიანას ოცდამესამე ფილმი, Skyfall ბრიტანეთის კინოებში ოცდაექვსი ოქტომბრიდან გამოვა. მასში მსახიობი დანიელ ქრეიგი ლეგენდარული აგენტის როლს მესამედ შეასრულებს.

 

კომენტარები