უშიშროების საბჭო

გიგა ბოკერია: მთავარი გამოწვევა პროცესის მშვიდობიანი დასრულებაა

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მან საოლქო-საარჩევნო კომისიებში ძალადობისა და მუქარის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა პროცესის მშვიდობიანი დასრულებაა.

მისი თქმით, მოქმედი მთავრობა დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და მიესალმება კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის მოწოდებას, აქციების შეწყვეტის შესახებ.

რაც შეეხება, კოალიციასთან დიალოგის წარმოების ჯგუფს, მასში დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშილი და გიგა ბოკერია შევლენ.

შეგახსენებთ, მოქმედ ხელისუფლებასთან საკონსულტაციო ჯგუფი გუშინ ქართულმა ოცნებამაც ჩამოაყალიბა. აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები