უშიშროების საბჭო

კობახიძე: უშიშროების ეროვნული საბჭოს გაუქმება უპირობოდ აუცილებელი იყო

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით უქმდება არაქმედითი, ნულოვანი ეფექტურობის მქონე ორგანო - უშიშროების საბჭო. უშიშროების ეროვნული საბჭოს გაუქმება უპირობოდ აუცილებელი იყო, რათა არ ყოფილიყო დისონანსი კონსტიტუციურ სისტემაში. მე გახლავართ უშიშროების საბჭოს წევრი. მისი ფუნქცია არის თავდაცვის ორგანიზება და სამხედრო აღმშენებლობა, რაც რეალურად არის მთავრობის უფლებამოსილება. დღევანდელ კონსტიტუციაში არის სრულიად პარადოქსული, აბსურდული და ნონსენსური ნორმა მოცემული, რომლითაც გაწერილია უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები და სტატუსი. 

პარლამენტის თავმჯდოამრე ირაკლი კობახიძე უშიშროების ეროვნული საბჭოს გაუქმების შესახებ, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე

კომენტარები