უშიშროების საბჭო

ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა

ტაბულა

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

"ვანო მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს. მას აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საკითხებში, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით", - თქვა მიშველაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წასვლის შემდეგ, ვანო მაჭავარიანი პაატა ბურჭულაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. მან ფონდი თებერვალში დატოვა.

კომენტარები