არჩევნები 2012

ცესკო: დათვლილია ხმების 99 პროცენტი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უახლესი წინასწარი შედეგების მიხედვით პროპორციულ არჩევნებში ბლოკმა ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება ხმათა 54,92% მოიპოვა, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 40,35%

გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას - 2,04% აქვს, შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას - 1,24%. ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგი 1%-ზე დაბალია.

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დათვლილია ხმათა 99,5%, რაც 3747 უბანს მოიცავს. საბოლოო შედეგების მიღების შემდეგ მონაცემთა დაზუსტება მოხდება.

 

კომენტარები