არჩევნები 2012

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 60.8% შეადგინა

ცენკოს ცნობით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 2 197 173 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 60.8% შეადგინა. 
2008 წელთან შედარებით ( 53.9 %), 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში 6.9 %-ით მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. 
ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის ინფორმაციით, კომისიაში უკვე დაწყებულია ოქმების მიღების პროცესი, გვიან ღამით კი მოხდება მათი ვებ-გვერდზე ატვირთვა.  
წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას კომისია ღამის 3 საათიდან დაიწყებს.  

კომენტარები