არჩევნები 2012

უსუფაშვილი: ქართული ოცნებას მაჟორიტარული არჩევნებიც დამაჯერებლად აქვს მოგებული

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში აცხადებს, რომ კოალიციას მაჟორიტარული არჩევნებიც დამაჯერებლად აქვს მოგებული. მისივე აზრით, ზეიმის მიუხედავად კოალიციამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს, რადგან ვიდრე შედეგები ქაღალდზე არ გადავა, ბრძოლა დასრულებულად არ ითვლება. 
"ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამას ველოდით, რადგან ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, ეს თვეების განმავლობაში ნათელი და ცხადი იყო, მიუხედავად იმ უსამართლო გარემოსი, რაშიც ჩვენ გვიწევდა ყოფნა. მიუხედავად ამისა ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს, თუმცა, ეს არ გაუვა. ჩვენი მონაცემებით, "ქართული ოცნებას" მაჟორიტარული არჩევნებიც დამაჯერებლად აქვს მოგებული, თუმცა საბოლოო პროცენტებზე და ადგილების რაოდენობაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა უსუფაშვილმა. 
უსუფაშვილის თქმით, ის რომ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა, მოხდა იმიტომ, რომ ისეთ ადამიანებსაც კი, როგორიც სააკაშვილია, საზოგადოების აზრის წინააღმდეგ წასვლა არ შეუძლია.

კომენტარები