არჩევნები 2012

ვითარება ქართული ოცნების ოფისში ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოცხადებისას

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოცხადებას კოალიციის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. კოალიციის ოფისში შეკრებილი საზოგადოება სპეციალურ დამონტაჟებულ ეკრანზე მაესტროს დაკვეთით ჩატარებული და ამომრჩეველთა ლიგის ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს გაეცნო. ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მყოფ ხალხს მოგვიანებით სიტყვით კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.

შეგახსენებთ, რომ მაესტროს დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების თანახმად, ქართულ ოცნებას ხმათა 63% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას - 27%, ხოლო ამომრჩეველთა ლიგის შედეგების მიხედვით, ქართულ ოცნებას - 70.24%, ნაციონალურ მოძრაობას - 24.66% აქვს.

კომენტარები