არჩევნები 2012

ცესკო: 5 საათისთვის აქტივობა 53%-ია

ცესკომ მორიგი ბრიფინგი გამართა, რომელზეც ჟურნალისტებს ამომრჩევლის აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 5 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 53%-მა მიიღო. პრესსპიკერის შეფასებით, ეს საშუალოზე მაღალი აქტივობაა.

პრესსპიკერმა სთხოვა ამომრჩევლებს, რომელთაც უკვე მისცეს ხმა მალე დატოვონ საარჩევნო უბანი რათა არ შეაფერხონ უბნის მუშაობა.

სპიკერმა პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ თავის გამარჯვებულად გამოცხდებისაგან.

ცესკოს ცხელ ხაზზე ამ მომენტისთვის 3607 ზარი განხორციელდა. ამომრჩეველთა უმრავლესობას აინტერესებს სად უნდა მისცეს ხმა და საარჩევნო პროცედურის დეტალები.

აქტივობის შესახებ საბოლოო სტატისტიკას ცესკო 9 საათზე გამოაქვეყნებს. 

ცესკომ განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს სააგენტო ინფო 9-ის ჟურნალისტს საშუალება არ მიეცა სიღნაღში უბანში შესულიყო. ცესკოს ინფორმაციით, ჟურნალისტი უკვე იყო შესული უბანზე, მან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უბნიდან გამოიყვანა  მასთან ინტერვიუს ჩასაწერად, რის შემდეგაც ჟურნალისტს უბანზე დაბრუნების უფლება აღარ ჰქონდა.  გორის მე-9 უბანზე კი ინფო 9-ს ჟურნალისტი უპრობლემოდ მუშაობდა და გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ჟურნალისტი უბანზე ვერ შევიდა, ცესკომ არ დაადასტურა. 

კომენტარები