არჩევნები 2012

უწყებათაშორისმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენელმა თამარ კინწურაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. კომისიის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცესისას მცირე სახის დარღვევები არის დაფიქსირებული, კერძოდ, პრობლემები შეიქმნა ბიულეტენებთან დაკავშირებით, ასევე, საარჩევნო უბნებზე მაჟორიტარი კანდიდატების ყოფნასთან დაკავშირებით. თამარ კინწურაშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეაგირების შედეგად აღნიშნული ხარვეზები აღმოიფხვრა. უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, საარჩევნო პროცესი საერთო ჯამში მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.

კომენტარები