არჩევნები 2012

ცესკო: საარჩევნო აქტივობა 3 საათისთვის 45% იყო

ცენსტრალურმა საარჩევნო კომისიამ მორიგი ბრიფინგი გამართა. პრესსპიკერის ცნობით, 3 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ამორმჩეველთა 45%-მა მიიღო. 

ამავდროულად ცესკოს ცხელ ხაზზე 2260 ზარი შემოვიდა. ზარების უმრაველსობა არჩევნების პროცედურას შეეხებოდა.

ცესკოს პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს 8 საათამდე ეგზიტპოლების გამოქვეყნება აკრძალულია და მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს თავი შეიკავონ არჩევნებში თავის გამარჯვებულად გამოცხადებისაგან.

ცესკომ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ქართული ოცნების ბრალდებაზე, რომელის მიხედვითაც ქართული ოცნების დამკვირვებლების დიდ ნაწილს ბეჯები არ დაურიგდათ. ცესკოს თქმით, არცერთ სადამკვირვებლო მისიას არ მიუმართავს კომისიისთვის ამ პრობლემის შესახებ, რადგან ცესკოს ჩანაწერები აჩვენებს, რომ ყველა დარეგისტრირებულმა დამკვირვებელმა ბეჯი მიიღო. ეს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით არის დადასტურებული.

კომენტარები