არჩევნები 2012

მსოფლიო მედია საქართველოს არჩევნებზე

საქართველოში მიმდინარე არჩევნებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიც ეხმიანებიან.

The New York Times არჩევნებს ქვეყნის 20-წლიან პოსტ-საბჭოთა ისტორიაში ყველაზე არაპროგნოზირებადს, ნიუსების სააგენტო Reuters კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის თითქმის დეკადის მანძილზე არსებულ ყველაზე დიდ ტესტს უწოდებს. ბრიტანული The Guardian ბიძინა ივანიშვილს ‘ექსცენტრულ მილიარდელად' წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ლიდერობას ესწრაფვის.

The Washington Post-ის მიმომხილველის ჯექსონ დილის თქმით, სანახავია ‘ღრმად პოლარიზებული არჩევნები’ საითკენ წასწევს ქვეყანას – დასავლური ლიბერალური დემოკრატიისკენ თუ ჩაითრევს ძალადობრივ პოლიტიკურ უწესრიგობაში. მისი აზრით, დაახლოებით თანაბარი შედეგები თეორიაში პოზიტიური საქმეა. ამით დამკვიდრდება შეკავება და გაწონასწორება (checks and balances) მთავრობაზე, რომელიც ‘შთამბეჭდავად ებრძვოდა კორუფციას და ათანამედროვებდა ეკონომიკას, თუმცა ნაკლებად ცდილობდა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.’ ჯექსონ დილის აზრით, პრობლემა ისაა, რომ არცერთი მხარე დაპირისპირებაში თანახმაა ითამაშოს სრულად დემოკრატიული წესებით.

ბრიტანული ‘The Independent’ აქვეყნებს სტატიას სათაურით ‘გადამწყვეტ არჩევნებში საქართველოს ეძლევა არჩევანი შეხვდეს დასავლეთს ან აღმოსავლეთს’. გამოცემა საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის მომავალზე რეფერენდუმს უწოდებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ  ორივე მხარე წინასწარ დამაჯერებელ გამარჯვებას აცხადებს და დამარცხების შედეგებს აპოკალიპტურ ცნებებში წარმოადგენს, რაც შესაძლოა დიდხნიანი დემონსტრაციების საფუძველი გახდეს.

 

 

 

კომენტარები