არჩევნები 2012

ვეფხვაძე: წინასაარჩევნოდ განვითარებული მოვლენების გამო ნაციონალებმა ამომრჩევლები დაკარგეს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვეფხვაძემ საბურთალოზე, N1 უბანზე მისვლისას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, წინასაარჩევნოდ ჩატარებული სხვადასხვა კვლევები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი. ვეფხვაძის თქმით, არჩევნების წინა პერიოდში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ განვითარებული მოვლენების გამო ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა დაკარგა.

კომენტარები