არჩევნები 2012

ცესკო 12 საათისთვის საარჩევნო ოლქების მიხედვით აქტოვობას აქვეყნებს

ცესკომ 12 საათისთვის საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩევლის აქტივობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამასთან ერთად დაზუსტდა წინა ბრიფინგზე გამოცხადებული აქტივობის მაჩვენებელი, 25.5%. ცესკოს ინფორმაციით 12 საათისთვის არჩევნებში ამომრჩეველთა 25.88% მიიღო მონაწილეობა.

12 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 935278 ამომრჩეველმა მიიღო, სულ რეგისტრირებულია 3613851 ამომრჩეველი.

ყველაზე მაღალი აქტივობა 12 საათისთვის ამბროლაურში იყო, სადაც ამომრჩეველთა 40.3% უკვე მისცა ხმა. ყველაზე დაბალი აქტივობა 12 საათისთვის მარნეულში იყო, სადაც ამომრჩეველთა 20.5% მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

 

კომენტარები