არჩევნები 2012

ქართული ოცნება აქციებს დღეს თბილიში და ქუთაისში გამართავს

ქართული ოცნება დღეს თბილისსა და ქუთაისში აქციებს გამართავს. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, აქციები საქართველოს ორ ქალაქში ერთდროულად , 16:00 საათზე დაიწყება. მისივე განმარტებით, კოალიციის მხარდამჭერები თბილისში თავისუფლების მოედნამდე, ქუთაისში კი ცენტრალურ მოედნამდე მსვლელობებით მივლენ.

თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობები ოთხი წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, დინამოს სტადიონიდან და ავლაბრის მეტროდან 14:00 საათზე დაიწყება. მსვლელობები მოეწყობა ქუთაისშიც. რაც შეეხება უშუალოდ აქციას, ის ორივე ქალაქში ერთდროულად, 16:00 საათზე დაიწყება, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიციის პრესსპიკერი დარწმუნებულია, რომ აქციები მასშტაბური იქნება.

"ჩვენ აქციები თბილისიდან, 27 მაისს დავიწყეთ და მაშინ ჩვენს მხარდასაჭერად დედაქალაქისთვის უპრეცენდენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა. 29 სექტემბერს კიდევ უფრო მეტს ველოდებით. ასევე, ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით ქუთაისში. 29 სექტემბერს მოხდება ის, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს. ჩვენ ერთ მუშტად შევკარით საქართველო და 1 ოქტომბრიდან ოცნებების ახდენა იწყება", -აღნიშნა კოალიციის პრესსპიკერმა.

 

კომენტარები