შსს

გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე იმყოფებოდა

ვაკის პოლიციის განყოფილებაში გოგა ხაინდრავა დაკითხეს. დაკითხვა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით, რომელიც კანონიერ ქურდებსა და ქურდულ სამყაროს შეეხება. გამოძიება ასევე სწავლობს ფულის გათეთრების საკითხს.

როგორც გოგა ხაინდრავამ განაცხადა, ის საფრანგეთში ნამდვილად შეხვდა რევაზ ლორთქიფანიძეს, რადგან მასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. რევაზ ლორთქიფანიძე ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტია,რომელიც ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალაში ფიგურირებს.

 ,,პროკურატურის და გამოძიების მხრიდან დასმული იყო შეკითხვა, იცოდა თუ არა რამე ხაინდრავამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით. ხაინდრავამ უთხრა, რომ ის არანაირ შეხვედრას არ დასწრებია, ის თავის მეგობართან იყო და ვინ რაზე შეხვდა და ვინ რაზე ილაპარაკა, მან არც იცის და არც აინტერესებს. გოგა ხაინდრავას არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან და პროკურატურის მხრიდან ამაზე ლაპარაკი ცარიელი სიტყვებია." - განაცხადა გოგა ხაინდრავას ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა. 

მორიგ დაკითხვაზე გოგა ხაინდრავა 27 სექტემბერს, 13:00 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, ქარ­თულ მხა­რეს ფრან­გუ­ლი ჟან­დარ­მე­რი­ის მი­ერ დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც ასა­ხავს ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კავ­შირს კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

კომენტარები