სამეგროლოში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ლაზიკას მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი: "ჩვენ დღეს დავიწყეთ ლაზიკას მშენებლობა. ლაზიკა იქნება უზარმაზარი, ყველაზე დიდი პორტი შავ ზღვაზე, რადგან ყველაზე ღრმა კანიონი სწორედ იქაა. ეს ჩემი ახირება არაა. ყველაზე მოკლე გზა ჩინეთიდან ევროპაში გადის სწორედ სამეგრელოზე. აქ იმოძრავებენ ტვირთები, შეიქმნება საწარმოები, ჩაიდება ძალიან დიდი ფული, მთელი მსოფლიოს ინვესტორები შექმნიან ახალ კომპანიებს, აშენდება ასეულობით ახალი სასტუმრო. ჩვენ, მეგრელები განვაცვიფრებთ მთელს მსოფლიოს ჩვენი ნიჭით" - თქვა პრეზიდენტმა ზუგდიდში, ამომრჩეველთან შეხვედრისას.
"ჩვენ ვაშენებთ ზუგდიდსაც, სენაკსაც, აბაშასაც, ჩხოროწყუსაც, ფოთსაც, წალენჯიხასაც, მაგრამ ყველაფერს ამას კრავს ლაზიკა. აქ ყველაფერი მოვა - ავტობანი, ახალი გზა, რკინიგზა" - დასძინა სააკაშვილმა, რომელმაც ლაზიკას მისი ოცნება უწოდა.
ლაზიკა