ლაზიკა

ლაზიკას სტატუსის განსახილველი კომისია შეიქმნა

ლაზიკასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტმა საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნა.

კომისია შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: პავლე კუბლაშვილი, ლევან ვეფხვაძე, დავით დარჩიაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ მელიქიშვილი, გია თორთლაძე, ანდრო ალავიძე, გიორგი ახვლედიანი, ვახტანგ ბალავაძე, გურამ ჩახვაძე, რატი მაისურაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პეტრე ცისკარიშვილი, პაატა დავითაია, გია ცაგარეიშვილი, ჯონდო ბაღათურია, დიმიტრი ძაგნიძე. აგრეთვე, აკადემიური წრის წარმომადგენლები - ვასილ გონაშვილი, გიორგი კვერენჩიხლაძე, ირაკლი ბურდული, დავით კერესელიძე და ნანა ჯიბლაძე.

კომისია ლაზიკას სპეციალური სტატუსის განსაზღვის მიზნით მომზადებულ პროექტს განიხილავს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, ლაზიკაში სპეციალური რეგულაციები იქნება, როგორც საგადასახადო და ეკონომიკური, ისე სახელმწიფოებრივი მოწყობის თვალსაზრისით.

"ლაზიკაში დაბალი საგადასახადო რეჟიმი და მაღალი დონის თვითმმართველობა იარსებებს. ამის მიზანია, ახალი ქალაქი დამკვიდრდეს არა მხოლოდ საქართველოს რუკაზე, არამედ მსოფლიო რუკაზე." - განაცხადა ცისკარიშვილმა. მისივე თქმით, ლაზიკაში საგადასახადო რეჟიმი შედარებით დაბალი იქნება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.

 

კომენტარები